მამულის ღვინო

Vazisubani Estate

ვაზისუბნის მამული კახეთში უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა. ნაყოფიერი ნიადაგი ხელს უწყობს ადგილობრივი ვაზის ჯიშების – საფერავის, რქაწითელის, ქისის, ხიხვისა და კახური მწვანეს – წარმატებულ კულტივირებას.

მთავარი მეღვინის, ფრედერიკ მასიეს ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ვაწარმოებთ ღვინოს, რომელიც ასახავს საქართველოს ღვინის ცოცხალ მემკვიდრეობას.

VAZISUBANI ESTATE / 02

ღვინის წარმოების გზა

ვაზისუბნის მამულში ღვინოს ვაწარმოებთ მხოლოდ ჩვენი ვენახებიდან მიღებული, უნიკალური ჯიშის ყურძნისგან. ვიყენებთ ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციულ მეთოდს.

ღვინო ქვევრში გადის ბუნებრივ ფერმენტაციას, აქვე ყალიბდება, ძველდება და მთელ ზამთარს მიწის წიაღში ატარებს. გაზაფხულზე კი პირველად ამოდის ქვევრიდან და ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ეს უწყვეტი, ბუნებრივი ციკლი — დაწყებული ნიადაგის მოვლითა და ვაზის ჯიშების გამრავლებით, ყურძნის კრეფით, დაწურვითა და ქვევრში დავარგებით — სწორედ ის პროცესია, რაც ვაზისუბნის მამულის ღვინოს გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.

საერთაშორისო აღიარება

2020Vazisubani Estate

ქისი ქვევრი 2018

ოქროს მედალი

Mundus Vini – ღვინის საერთაშორისო კონკურსი

დუსელდორფი, გერმანია

2019Vazisubani Estate

რქაწითელი ქვევრი 2018

ვერცხლის მედალი

Decanter Asiaღვინის კონკურსი

ჰონგ-კონგი

2019Vazisubani Estate

საფერავი ქვევრი2018

ბრინჯაოს მედალი

Decanter Asiaღვინის კონკურსი

ჰონგ-კონგი

2020Vazisubani Estate

საფერავი ქვევრი 2018

ვერცხლის მედალი

Mundus Vini – ღვინის საერთაშორისო კონკურსი

დუსელდორფი, გერმანია

VAZISUBANI ESTATE / 04

ჩვენი მეღვინეობის გზა

Vazisubani Estate
ყველა ფოტოს ნახვა 1 +
Vazisubani Estate

ვაზისუბნის მამულის ღვინოს წარმოების ის პროცესი გამოარჩევს, რომელიც მამულში უწყვეტად სრულდება. ჩვენი ფილოსოფია მარტივია: მოვიყვანოთ ჯანსაღი და ხარისხიანი ყურძენი, პატივი ვცეთ ტრადიციას და ბოთლში გადავიტანოთ ვენახის ნამდვილი ხასიათი. ეს ციკლი — ვენახიდან ბოთლამდე — საშუალებას გვაძლევს, ხარისხი ყველა ეტაპზე ვაკონტროლოთ.

როგორ ვქმნით ღვინოს ან ჩვენი მეღვინეობის გზა

ჩვენი ღვინის ჯიშები

  • საფერავი (წითელი): მდიდარი, სხეულიანი და სტრუქტურულად გამართული; კარგად ძველდება.
  • რქაწითელი (თეთრი/ქარვისფერი): მკვეთრი, მშრალი და სუფთა გემო; მზადდება ქარვისფერი ღვინის სახით ქვევრში.
  • ქისი: რბილი, დაბალანსებული, ქვევრში დაყენებისას იძენს ელეგანტურ მშრალ ტანინურ სტრუქტურას.
  • ხიხვი: მსუბუქი და რბილი, დახვეწილი არომატითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.
  • კახური მწვანე: ხალისიანი, ცოცხალი და მარტივად დასალევი
VAZISUBANI ESTATE / 05

მთავარი მეღვინე

Vazisubani Estate

ფრედერიკ მასიე მეღვინე
Derenoncourt Vignerons Consultants-ის მმართველი პარტნიორი, ფრედერიკ მასიე, ვაზისუბნის მამულის გუნდთან თანამშრომლობს როგორც კონსულტანტი მეღვინე და პროექტში ბორდოს ერთ-ერთი გამორჩეული ღვინის საკონსულტაციო კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებასა და ხედვას აერთიანებს.
25 წელზე მეტი გამოცდილების მქონე Derenoncourt Vignerons ცნობილია მევენახეობისა და მეღვინეობისადმი მულტიდისციპლინური მიდგომით, რომლის მთავარი მიზანი თითოეული ტერუარის უნიკალური იდენტობისა და ხასიათის მაქსიმალურად წარმოჩენაა.
ვაზისუბნის მამულში ფრედერიკი და მისი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს მევენახეობისა და მეღვინეობის გუნდებთან ვენახების განვითარებაზე, სეზონურ მართვაზე, ტერუარის გამოხატვასა და ღვინის ხარისხის გრძელვადიან სტრატეგიაზე. ეს თანამშრომლობა ვენახიდან იწყება, სადაც თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და მიწის ღრმა ცოდნას.
ჩვენი საერთო მიზანია, კიდევ უფრო დავხვეწოთ ვაზისუბნის მამულის ღვინოების გამორჩეული ხასიათი და ხარისხი, ამავდროულად შევინარჩუნოთ კახეთის უნიკალური ტერუარისა და ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშების ავთენტურობა.

VAZISUBANI ESTATE / 06

ღვინის მაღაზია

Vazisubani Estate

ვაზისუბნის მამულის ღვინის მაღაზიაში დაგხვდებათ ღვინის უნიკალური სელექცია: ქვევრის ღვინოები, ჭაჭა, სასაჩუქრე ნაკრებები და სხვადასხვა სამახსოვრო ნივთები.

სამუშაო საათები:
ორშაბათიდან კვირამდე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე
 

Vazisubani Estate